18-19 აპრილს, 16:00-დან 21:00 სათამდე გეპატიჟებით ქასურის ღია სახელოსნოში.
ამბავი ასე დაიწყო, ოთხი წლის წინ, ხელოვანების ჯგუფმა ადგილობრივი სამრეწველო მასალების შესწავლა და გამოყენება დავიწყეთ და პროცესში ორი დამეგობრებული სახელოსნო - არჯაკელი და ქასური ჩამოყალიბდა.
ამიტომ, გვსურს ერთობლივად გიმასპინძლოთ სახელოსნოში და გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება მხატვრობის, დურგლობის და მშენებლობის სფეროებში.
ტრადიციული ხელობების შესასწავლად ჩავატარეთ კვლევები; ნედლი მასალების მოსაპოვებლად ვიმოგზაურეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; შევხვდით გეოლოგებს, ხელოსნებს, მკვლევარებს; ვისწავლეთ მასალების დამუშავების და გამოყენების ტექნოლოგიები და ბოლოს მოვაწყვეთ სახელოსნო-ლაბორატორია.
ღონისძიებაზე მოგიყვებით განვლილ და მიმდინარე პროექტებზე. გიმასპინძებთ გემრიელი საჭმლით, სასიამოვნო მუსიკით და ჩავატარებთ პრაქტიკულ სამუშაოებს:
- საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოპოვებული მინერალებისგან დავფქვავთ პიგმენტებს;
- მოვადუღებთ კაზეინს - რძის წებოს და დავამზადებთ კაზეინის ტემპერას;
- ჩვენს მიერ დამუშავებულ სალეს ქვებზე გავლესავთ საჭრეთელებს.
- დავამზადებთ ხის დამცავს - ცვილის და სელის ზეთის ხსნარს.
- გვექნება ხეზე მუშაობის საჩვენებელი სამუშაოები.
ღია სახელოსნოზე გაიყიდება სამრეწველო ნაწარმი და ნამუშევრები:
- პიგმენტები (რკინის სურინჯი და მანგანუმის შავი)
- სამხატვრო, დაგრუნტული ხის დაფები.
- ხის დამცავი ხსნარი
- სალესი ქვები
- ხის ნაკეთობები და ფერწერული ნამუშევრები
გელით დიმიტრი უზნაძის 51-ში, შემოსასვლელი მედიცინის მუზეუმის ეზოდან!
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ სატელიტის მეორე გამოშვება დაბრუნდება პარასკევს 27 მარტს 18:00 საათზე, მუტანტ რადიოს სივრცეში.
ამჯერად, ქართველი არტისტების მხარდამხარ, ელექტრონულ მუსიკას ცოცხლად შეასრულებენ ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის (UDK) ხმის კვლევისა და ბგერითი ხელოვნების მაგისტრანტები.
პარალელურად გვექნება ხარახურას კოლექტივის დახლი, სადაც სახელოვნებო გაზეთ 365-საც ნახავთ. ღონისძიებაზე ასევე დაგხვდებათ ქართული ვიდეოხელოვნების არქივის სელექცია ლექსო სოსელიასგან და ნინუცას გემრიელი საჭმელი
საღამო ტრადიციულად ჯემ სესიით დასრულდება.
სატელიტის მუსიკალური ღონისძიება აერთიანებს ჩვენს ორბიტაზე მყოფ მუსიკოსებს და ხელოვანებს კოლაბორაციულ გარემოში. ჩვენი მიზანია, DIY მიდგომისა და მედია ხელოვნების ფორმების გამოყენებით დავაკავშიროთ არტისტები და შევაამხანაგოთ ერთმანეთთან.
მალე შევხვდებით ! 📡
----------------------------------
We are thrilled to announce that the second edition of SATELITI returns on Friday, March 27, at 18:00, once again at Mutant Radio.
This time, alongside local Georgian artists, we are excited to host live electronic music performances by MA students from the Sound Studies and Sonic Arts program at the Berlin University of the Arts (UdK).
The evening will also feature a pop-up by Xaraxura collective, featuring the 365 Newspaper,
a curated selection from the Georgian Video Art Archive by Aleksi Soselia and delicious food prepared by Ninutsa.
As per tradition, the night will conclude with an open jam session.
SATELITI is a music event series that brings together artists and musicians within our orbit in a collaborative environment. Our mission is to connect and foster community through a DIY approach and various forms of media arts.
See you soon! 📡
კურატორები/Curated by @progenol & @idealproblems
პოსტერი/Poster @idealproblems & @racara_kio
ბილეთები კარზე/tickets at the door - 25₾
On 24th of January we’re back at Mutant Radio with the third session of the even series - “Quadrate”.
Alongside well known artists to the series, this time, Alexis, head of Malmö based label blundar.co will be joining giving us a taste of the lable. In case you’re not familiar yet, highly recommended to check it out.
During the evening Ninutsa will arrange a delicious food pop-up!
Event starts at 20:30pm, don’t be late.
Poster design - Sandro Kozmanishvili.
Painting on the poster - Irakli Maisuradze.
სატელიტი
SATELITI is a new event series, debuting at Mutant Radio on Friday, November 21, 18:00.
Our goal is to create a collaborative environment, residency, and a space to share practical experience, to invite artists and musicians from our orbit. The project connects artists and musicians around DIY approach, experimental music, and media art.
At the first event, we've invited local artists, as well as musicians from Armenia and Türkye, who will play for the first time together.
At the end of the event we will have a jam session with friends.
სატელიტი არის ღონისძიებების სერია, რომლის პირველი საღამო, პარასკევს 21 ნოემბერს, 18:00-ზე Mutant Radio-ს სივრცეში ჩატარდება.
მუსიკალური ღონისძიება აერთიანებს ჩვენს ორბიტაზე მყოფ მუსიკოსებს და ხელოვანებს კოლაბორაციულ გარემოში. ჩვენი მიზანია, DIY მიდგომისა და მედია ხელოვნების ფორმების გამოყენებით დავაკავშიროთ არტისტები და შევაამხანაგოთ ერთმანეთთან.
პირველ ჯერზე, ვიწვევთ მუსიკოსებს სომხეთიდან და თურქეთიდან, რომლებიც ადგილობრივებთან ერთად ელექტროაკუსტიკურ მუსიკას ცოცხლად შეასრულებენ.
საღამოს დასასრულს გვექნება ჯემ სესია.
Curated by @progenol & @idealproblems
Poster by @idealproblems & @nitratebi