ქასური

@kasuri.studio

Material research, Artwork restoration and Woodcraft practice by artists based in Tbilisi
Followers
497
Following
70
Account Insight
Score
22.76%
Index
Health Rate
%
Users Ratio
7:1
Weeks posts
მნგანუმის პიროლუზიტი 100 გ - 30₾ პიროლუზიტი ეწოდება მანგანუმის ორჟანგის ( MnO₂) 70%ზე მაღალი შემცველობის ქანს. მიიღება შავი, მოვერცხლისფრო ელფერის პიგმენტი. მოპოვების ადგილი - ჭიათურა. შეიცავს მძიმე მეტალებს, მოხმარებისას მოერიდეთ მტვერს! მანგანუმის პიროლუზიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პიგმენტებია და ოდითგანვე გამოიყენებოდა მსოფლიოს ყველა კუთხეში, კედლის თუ დაზგურ ფერწერაში. საუკეთესოდ ინარჩუნებენ ფერს, საუკუნეების წინანდელ ფრესკებზე, თითქმის სახეუცვლელად გვხვდება. პიროლუზიტი თავსებადია ყველა მედიუმთან. გამოირჩევიან მაღალი დაფარვისუნარიანობით.
36 3
1 day ago
23 0
13 days ago
ქასურში შემოვლისას შეგიძლიათ ხელს გააყოლოთ სალესი ქვები, სამხატვრო მასალები და ხის ზედაპირის დამცავი ცვილი. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ჩვენი კვლევა-ძიების პროცესში მოვიპოვეთ. პროდუქციის რაოდენობა დროთაგანმავლობაში კიდევ გაიზრდება. შემოვლამდე, შეგვეხმიანეთ!
51 0
14 days ago
შველი სკამი მასალა: თუთა, თხილი ზურა ცოფურაშვილი, 2025
88 2
18 days ago
გიზიარებთ გასულ კვირას ჩატარებული ღია სტუდიის ფრაგმენტებს. ეს ჩვენი რიგით პირველი პრეზენტაცია იყო და უფრო მეტი სიხშირითა და ახალი ამბებით დაგიბრუნდებით. მადლობა ყველას მოსვლისათვის!
80 0
23 days ago
ქასურის სახელოსნო 2026 ფოტო სანდრო სულაბერიძისა (@sandrosulaberidze__ )
96 0
1 month ago
18-19 აპრილს, 16:00-დან 21:00 სათამდე გეპატიჟებით ქასურის ღია სახელოსნოში. ამბავი ასე დაიწყო, ოთხი წლის წინ, ხელოვანების ჯგუფმა ადგილობრივი სამრეწველო მასალების შესწავლა და გამოყენება დავიწყეთ და პროცესში ორი დამეგობრებული სახელოსნო - არჯაკელი და ქასური ჩამოყალიბდა. ამიტომ, გვსურს ერთობლივად გიმასპინძლოთ სახელოსნოში და გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება მხატვრობის, დურგლობის და მშენებლობის სფეროებში. ტრადიციული ხელობების შესასწავლად ჩავატარეთ კვლევები; ნედლი მასალების მოსაპოვებლად ვიმოგზაურეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; შევხვდით გეოლოგებს, ხელოსნებს, მკვლევარებს; ვისწავლეთ მასალების დამუშავების და გამოყენების ტექნოლოგიები და ბოლოს მოვაწყვეთ სახელოსნო-ლაბორატორია. ღონისძიებაზე მოგიყვებით განვლილ და მიმდინარე პროექტებზე. გიმასპინძებთ გემრიელი საჭმლით, სასიამოვნო მუსიკით და ჩავატარებთ პრაქტიკულ სამუშაოებს: - საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოპოვებული მინერალებისგან დავფქვავთ პიგმენტებს; - მოვადუღებთ კაზეინს - რძის წებოს და დავამზადებთ კაზეინის ტემპერას; - ჩვენს მიერ დამუშავებულ სალეს ქვებზე გავლესავთ საჭრეთელებს. - დავამზადებთ ხის დამცავს - ცვილის და სელის ზეთის ხსნარს. - გვექნება ხეზე მუშაობის საჩვენებელი სამუშაოები. ღია სახელოსნოზე გაიყიდება სამრეწველო ნაწარმი და ნამუშევრები: - პიგმენტები (რკინის სურინჯი და მანგანუმის შავი) - სამხატვრო, დაგრუნტული ხის დაფები. - ხის დამცავი ხსნარი - სალესი ქვები - ხის ნაკეთობები და ფერწერული ნამუშევრები გელით დიმიტრი უზნაძის 51-ში, შემოსასვლელი მედიცინის მუზეუმის ეზოდან!
228 7
1 month ago
ჩვენს სახელოსნოში ვამზადებთ სხვადასხვა მასალის და ზომის მაღალი ხარისხის სახატავ დაფებს, ტრადიციული გრუნტით. მოგვწერეთ, მობრძანდით, ნახეთ!
38 0
1 month ago
ჯორკო მასალა: თხილი, კუნელი ზურა ცოფურაშვილი, 2025
85 5
1 month ago
საწოლი #3 მასალა: წაბლი ზომა: 172 x 230 x 26 კერძო კოლექცია ბაქარ მიგრიაული, 2025
110 8
4 months ago
ქასური სტუდია მოიცავს დაზგური ხელოვნების ნიმუშების კონსერვაციასა და რესტავრაციასაც. გალერეებს, კერძო კოლექციონერებსა და ხელოვანებს გთავაზობთ ნამუშევრების გაჯანსაღებასა და ავთენტური მდგომარეობის შენარჩუნებას: • გაწმენდა - ზედაპირული დაბინძურების მოშორება - დაზიანებული დამცავი ფენის წმენდა • გამაგრება - კონსტრუქციის გამყარება - მერქანჭამია ხოჭოზე დამუშავება - დაზიანებული ტილოს აღდგენა - ფერწერული ფენის გამაგრება • აღდგენა - ფერწერული და დამცავი ფენის აღდგენა
56 1
10 months ago
წიგნების თარო მასალა: წაბლი კერძო კოლექცია ზურა ცოფურაშვილი, 2024
88 1
11 months ago