Donation link bio:
Queer people in Georgia face a severe and escalating human rights crisis marked by legal repression, widespread social hostility, and systemic violence. Recent legislation, including the 2024 law “On Family Values and Protection of Minors,” criminalizes gender-affirming healthcare, bans legal gender recognition, and increases state surveillance over LGBTQI+ lives. These measures reinforce a climate where discrimination and violence are normalized and rarely punished. Public attitudes remain overwhelmingly hostile. As a result, many queer people, especially trans* community and youth, are forced out of their homes by families or flee for safety, leading to high rates of homelessness. State social protection and housing programs largely exclude LGBTQI+ people, leaving community-run shelter as the only lifeline for survival, safety, and dignity.
Temida is launching an international donation campaign - our goal is to maintain a space where queer people can stay temporarily in safety, especially during moments when they need support the most.
Since 2022, over 150 people have received temporary shelter through our assistance. These are individuals who were left without the most essential thing - a safe space - due to violence, discrimination, and family rejection.
Today, the shelter program itself needs help.
We currently do not have a permanent building, and constantly searching for temporary spaces makes it very difficult to provide uninterrupted service. We need a stable location to ensure this support never stops.
The goal is simple - within the next 12 months, we aim to raise enough funds to purchase a building and cover operational costs.
Every donation truly changes lives.
With your support, we can create a safe home for those who need shelter the most right now.
Contribute, share with friends, and help us make it happen!
17 მაისი გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრება სიძულვილის გარეშე 🏳️⚧️🏳️🌈
დღეს, როდესაც ქვიარ ადამიანები საქართველოში კვლავ ძალადობის, სიძულვილისა და გარიყვის წინაშე დგანან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა და უსაფრთხო სივრცეების შექმნა.
ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს შიშისა და ძალადობის გარეშე.
ქვიარ ადამიანების უსაფრთხოება, ხილვადობა და ღირსეული ცხოვრება კამათის თემა არ უნდა იყოს.
სოლიდარობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა არსებობა ყოველდღიურ წინააღმდეგობად იქცევა.
თემიდა
#17მაისი #IDAHOBIT
🎓 თემიდა აცხადებს სასწავლო სტიპენდიას სტუდენტებისთვის
თუ ხარ ტრანს თემის წევრი და
▪️ აბარებ სახელმწიფო ან კერძო უნივერსიტეტში
ან
▪️ უკვე სწავლობ უნივერსიტეტში
შეგიძლია მიიღო სასწავლო სტიპენდია 1050 ლარის ოდენობით.
📌 სტიპენდია გაიცემა სამ (3) სტუდენტზე
და მიზნად ისახავს განათლებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას.
📩 დეტალებისა და განაცხადის მისაღებად
მოგვწერეთ DM
🩺 თემიდას ჯანმრთელობის სერვისი
უფასო ტესტირება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე
იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე დღესვე.
სწრაფად, უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად.
⸻
🔬 რაზე ხდება ტესტირება
✅ აივ ინფექცია / შიდსი
✅ სიფილისი
✅ B ჰეპატიტი
✅ C ჰეპატიტი
⏱ პასუხი — მოკლე დროში
⸻
🆓 რას მოიცავს სერვისი
• ტესტირება უსაფრთხო გარემოში
• კონსულტაცია საჭიროების მიხედვით
• კონფიდენციალურობა
• გადამისამართება მკურნალობაზე, საჭიროების შემთხვევაში
⸻
📞 როგორ ჩაეწერო ტესტირებაზე
ტესტირების ჩასატარებლად აუცილებელია წინასწარი დაკავშირება DM
რას გთავაზობთ
• დროებით უსაფრთხო საცხოვრებელს
• კონფიდენციალურობას
• გადაუდებელ მხარდაჭერას
• ფსიქოსოციალურ დახმარებას
• გადამისამართებას საჭირო სერვისებზე
⸻
ვისთვის არის
ტრანს და ქვიარ ადამიანებისთვის,
რომლებიც აღმოჩნდნენ
კრიზისულ, ძალადობრივ ან რისკიან სიტუაციაში.
⸻
📞 დაგვიკავშირდი
ცხელი ხაზი: +995 800 000 180
ელფოსტა: [email protected]
⸻
ჩვენ ვაგროვებთ თანხას საცხოვრისის შენობის შესყიდვისათვის. თუკი გსურთ დონაცია ნახეთ ჩვენი bio
ქვიარ მოძრაობას, ბოლო ერთი წლის მანძილზე ახალ, აქამდე უცნობ და მძიმე რეალობაში უწევს მოქმედება - სახელმწიფო პოლიტიკად ქცეული, სისტემური ფაშიზმის პირობებში. როცა არსებობას “საკუთარ სახლში” დომინანტური კულტურული ნორმები კრძალავენ, ხოლო საჯარო სივრცეში კანონები და მოწინააღმდეგეთა თუ მოკავშირეთა პოლიტიკური კონიუნქტურა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: სად დარჩა ქვიარ ადამიანების ადგილი აწმყოს და მომავლის საქართველოში?
28 იანვარი, 20:00, BASSIANI
მოდერატორი: თამარ ცხადაძე - ფილოსოფოსი
სტუმრები:
გიორგი მაისურაძე - ფილოსოფოსი
მიხეილ მეფარიშვილი - თანასწორობის მოძრაობა
დანიელ მერებაშვილი - თემიდა
მარიამ კვარაცხელია - ქვიარ ინიციატივა
ელენე ქორიძე - ფსიქოლოგი
ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუმორჩილებელი და წინააღმდეგობრივია რეპრესიული რეჟიმის მიმართ, მაგრამ რას ნიშნავს ხელოვნების, მეცნიერებისა და მედიის წარმომადგენლების ცხოვრება და მუშაობა, როცა კრიზისი მუდმივ მდგომარეობად ყალიბდება? შესაძლებელია თუ არა, რომ ეს კრიზისი იქცეს ახალი ფორმების, ენისა და თანამშრომლობის მოდელების გაჩენის გზად, და როგორ შეგვიძლია რეალობის ალტერნატიული, არაჰეგემონური მზერით ასახვა?
29 იანვარი, 20:00, BASSIANI
მოდერატორი: ანნა ძიაპშიპა - დოკუმენტალისტი
სტუმრები:
ნუცა წიქარიძე - კინორეჟისორი
ანა გურგენიძე - პროდიუსერი, თეატრის მხატვარი
ომარ გოგიჩაიშვილი (Hitori Ni) - მულტიდისციპლინარული არტისტი
ნესტან-ნენე კვინიკაძე - მწერალი
ტატა ქოიავა - არქიტექტორი
ნათია ჩიკვაიძე - თანამედროვე ცეკვის არტისტი
მარიამ ნიკურაძე - ფოტოგრაფი
დისკუსიების სერიის მხარდამჭერია გერმანიის საელჩო საქართველოში
We stand with you.
The recent events in Iran may cause intense psychological distress, including acute stress reactions, anxiety, depressive symptoms, grief, shock, and fear for the safety of loved ones.
If you are experiencing emotional overwhelm, persistent worry, sadness, numbness, sleep disturbances, or difficulty functioning in daily life, you are not alone.
We offer free emergency psychological counseling for Iranian LGBTQ+ community members currently in Georgia.
This support is confidential, trauma-informed, and culturally sensitive.
Seeking help is a sign of strength.
You deserve care, safety, and support during this time.
DM for service.
📢 განცხადება — 2026 წლის მოხალისეების შერჩევა
ქვიარ ასოციაცია – თემიდა აცხადებს 2026 წლის მოხალისეთა შერჩევას და ეძებს 5 მოტივირებულ მოხალისეს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში დაეხმარებიან ორგანიზაციას მისი საქმიანობის განხორციელებაში.
მოხალისეობა გულისხმობს: • კვირაში 4 საათ სამუშაო დროს; • ჩართულობას ორგანიზაციის სოციალურ და კულტურულ პროექტებში; • მუშაობას თემზე ორიენტირებულ, უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში.
საწყისი ეტაპი:
მოხალისეები პირველ ორი კვირის განმავლობაში გაეცნობიან ორგანიზაციის საქმიანობას, გაივლიან გადამზადებასა და ტრენინგებს, რაც მათ დაეხმარებათ სხვა თემის წევრების მხარდაჭერაში და პრაქტიკული უნარების განვითარებაში.
მოხალისის ბენეფიტები: • საკომუნიკაციო და გადაადგილების ხარჯების ანაზღაურება — თვეში 150 ლარი; • გაცვლით პროექტებში უფასო მონაწილეობა; • უნარების შესაბამისად, სხვადასხვა სერვისებში და პროექტებში დასაქმების შესაძლებლობა.
თუ გსურთ ჩაერთოთ ქვიარ თემის გაძლიერებაში, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და გახდეთ აქტიური ცვლილებების ნაწილი — გელოდებით!
ამჯერად ქვიარ ემიგრანტების შესახებ ვიდეო-სერიის სტუმარია მხატვარი დავით კელბერაშვილი / David Kelber /.
ის ნიდერლანდების სამეფოში ჩავწერეთ, სადაც ამჟამად რთულ საემიგრაციო პროცესს გადის.
დავითის ნამუშევრები თბილისის არაერთ შენობის ფასად ამშვენებს. მისი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ხაზი ქვიარ სხეულებისა და ქვიარ გამოცდილებების გამოხატვაა — რის გამოც მას საქართველოში არაერთი პრობლემა შეექმნა. ფაშისტური, ანტი-ლგბტ კანონმდებლობის განხილვების დაწყების შემდეგ, როდესაც რეალურად გაძლიერდა ცენზურის, დევნისა და რეპრესიების რისკი, დავითმა ქვეყანა დატოვა.
მხატვარი განსაკუთრებულ ყურადღებას ფაშისტური კანონის მიერ ტრანს ადამიანებისათვის ჯანდაცვის სერვისების აკრძალვაზე ამახვილებს, რომელმაც მისი მეგობრები თვითმკურნალობის დამაზიანებელი პრაქტიკების ამარა, სიცოცხლისთვის აუცილებელი გენდერული აფირმაციის პროცედურების გარეშე დატოვა .
ქვიარ ემიგრანტებზე სერიის ფარგლებში მუსიკოსს ნიკიტა მამარდაშვილს ვესაუბრეთ.
ნიკიტას ოჯახს ჯერ აფხაზეთიდან მოუწია იძულებით გადაადგილება თბილისში. გასულ წელს მიღებული ფაშისტური, ანტი-ლგბტ კანონის და პოლიტიკის გამო ამჟამად დევნილობაში ბელგიის სამეფოში ცხოვრობს.
Please refer to the comments for the English version
მწუხარებით გიზიარებთ ტრაგიკულ ინფორმაციას ტრანს თემის წევრის გარდაცვალების შესახებ.
ტომირის კუსიანოვა თბილისის ქვიარ სცენისა და აქტივიზმის გამორჩეული ფიგურა იყო — ადამიანი, რომელსაც ფენომენალურად გამოსდიოდა ადამიანებს შორის ხიდების მშენებლობა. სწორედ ამ ენერგიით აძლიერებდა ურთიერთობებს საქართველოსა და ყაზახ თემის წევრებს შორის.
ტრაგიკული შემთხვევის არაერთი გარემოება ამ ეტაპზე კვლავ გაურკვეველია. იმ ვითარებაში, როცა საქართველოს კანონმდებლობა და არსებული საგამოძიებო პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს ტრანს ადამიანებთან დაკავშირებული საქმეების სრულფასოვან, სენსიტიურ და მიუკერძოებელ გამოძიებას, ჩვენთვის რთულია მივიღოთ გავრცელებული ვერსიები მომხდართან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ისე ყაზახეთში, ტრანს ადამიანების სისტემური უგულებელყოფა და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დღემდე სერიოზულ გამოწვევად რჩება. ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან დატოვონ ქვეყანა, თუმცა ემიგრაციაშიც აწყდებიან ძალადობას, დისკრიმინაციასა და ინსტიტუციურ უყურადღებობას.
ამ მძიმე დროს მოვუწოდებთ ყველას სოლიდარობისკენ:
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მიგრანტი თემის წევრების მხარდაჭერა, რესურსების მობილიზება და ერთმანეთის გვერდში დგომა.
დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი.
გავიზიაროთ ტკივილი.
გავაძლიეროთ ერთმანეთი.
20 ნოემბერი ტრანს ადამიანების ხსოვნის დღეა. ინტერვიუში ტრანს აქტივისტი ბარტ ნიკოლო საუბრობს ძალადობის და უგულვებელყოფის გამო გარდაცვლილი მეგობრებისა და თემის წევრების შესახებ.