🏆 ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 2026 წლის გამარჯვებული ბულგარეთი გახდა. ბულგარეთმა ისტორიაში პირველად მოიგო ევროვიზია
🎶 მომღერალი Dara სიმღერით Bangaranga ჯამში 516 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. მეორე პოზიცია 343 ქულით ისრაელმა, ხოლო მესამე ადგილი რუმინეთმა 296 ქულით დაიკავა
🎤 საქართველოს სახელით წლევანდელ ევროვიზიაზე ჯგუფი „ბზიკები“ მონაწილეობდა. ჯგუფმა ფინალში გადასვლა ვერ შეძლო
📢 "თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს” - ეს არის შაბათის მარშის ერთ-ერთი მთავარი სლოგანი
🔸 თბილისში, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების ფარგლებში ტრადიციად ქცეული შაბათის მარში გაიმართა
📢 თბილისში, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების ფარგლებში ტრადიციად ქცეული შაბათის მარში, რომელიც ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე იმართება, 16 მაისს სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად მოეწყო.
💬 "თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს” - ეს არის ამ შაბათის მარშის ერთ-ერთი მთავარი სლოგანი.
📸 ფოტო: დათო ქორიძე / რადიო თავისუფლება
🚲 იაპონელი მოგზაურის ველოსიპედი, რომელიც ქობულეთში მოიპარეს, ნაპოვნია. ინფორმაციას თავად ნაოია ტაბიბიტო ავრცელებს ინსტაგრამზე.
💬 32 წლის მოგზაურის თქმით, ველოსიპედი ქობულეთის პოლიციამ 120 კმ-ში იპოვა.
🔸 მას ხელნაკეთი ველოსიპედი, რომლითაც 45 ქვეყანა და 57 000 კილომეტრი გაიარა, ქობულეთში მოჰპარეს.
🔸 მოგზაური მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი ამბით დაინტერესდა და მოგზაურობას გააგრძელებს.
⭕ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ნიგერიის ძალების ერთობლივი ოპერაციის შედეგად მოკლულია ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ ბილალ ალ-მაინუკი.
🔸 ტრამპის თქმით, ალ-მაინუკი იყო „მსოფლიოში ყველაზე აქტიური ტერორისტი“ და „ისლამური სახელმწიფოს“ გლობალური იერარქიის მეორე უმაღლესი რანგის წევრი. ტერორისტს „ეგონა, რომ აფრიკაში გაქცევა შეძლებდა“, მაგრამ აშშ-ის სპეცსამსახურები მის საქმიანობას აკონტროლებდნენ, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
🔸 ტრამპს არ დაუკონკრეტებია, სად ან როდის ჩატარდა ოპერაცია, მაგრამ თქვა, რომ ალ-მაინუკის ლიკვიდაციის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობა „მნიშვნელოვნად შესუსტდა“. მან ასევე მადლობა გადაუხადა ნიგერიის მთავრობას თანამშრომლობისთვის.
💬 "ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ხარისხობრივი თვალსაზრისით ავტოკეფალურობა ჩვენი ეკლესიის, მისი დამოუკიდებლობა იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ 2012 წლიდან როგორი ტიპის პოლიტიკური ძალაუფლება გვაქვს, რომელიც ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში შექმნილ ეროვნულ და სახელმწიფოებრივი მასშტაბის ინსტიტუტებს..." - პოეტი რატი ამაღლობელი „გამოკითხვაში“, ნახეთ სრულად bio-ში ბმულზე, ან რადიო თავისუფლების YouTube-ზე
🎥 კანის კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა გამოკითხვებში პირველ პოზიციაზეა პოლონელი რეჟისორის, პაველ პავლიკოვსკის ფილმი „სამშობლო“.
✍🏻 დარწმუნებული ვარ, რომ “სამშობლოს” ძალიან კარგად გაიგებს ქართველი მაყურებელი - ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე გაიგო იშტვან საბოს “მეფისტოფელი”
🎬 გოგი გვახარიას კანის კინოფესტივალის დღიური, წაიკითხეთ bio-ში ბმულზე
❌ აშშ-ის ქალაქ ბრუკლინში ფედერალურმა სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჩხიკვიშვილს, - მეტსახელად „მეთაურ ყასაბს“.
🔸 შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ჩხიკვიშვილი იყო „მანიაკალურ მკვლელთა დაჯგუფების“ ლიდერი და გამუდმებით მოუწოდებდა უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობისკენ რასობრივ ნიადაგზე.
💬 აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ აიზენბერგმა განაცხადა: „დღევანდელმა გადაწყვეტილებამ [მისთვის 15 წლით პატიმრობის მისჯის შესახებ] ურჩხული მოაშორა ჩვენს ქუჩებს“.
🔸 ჩხიკვიშვილი მოლდოვის დედაქალაქში დააკავეს 2024 წლის ივლისში, მას მასობრივი თავდასხმების დაგეგმვასა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის წაქეზებაში ედება ბრალი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, ჩხიკვიშვილი „თეთრი რასის უპირატესობის“ მომხრეა და აღმოსავლეთ ევროპაში „მანიაკური მკვლელობის კულტის“ სახელწოდებით ცნობილ სასტიკ საერთაშორისო ექსტრემისტულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.
🎙️ პოეტი, წმინდანად შერაცხული პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის შვილიშვილი რატი ამაღლობელი მსჯელობს ეკლესიის როლსა და ფუნქციაზე და ხაზავს იმ მოლოდინების კონტურებს, რაც შეიძლება ჰქონდეს ახალ პატრიარქთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებას - რატი ამაღლობელი „გამოკითხვაში“, ნახეთ სრულად BIO-ში ბმულზე, ან რადიო თავისუფლების YouTube-ზე
🔗 წაიკითხეთ bio-ში მითითებულ ბმულზე ☝🏻
🤔 რატომ არ კარგავს აქტუალურობას 2024 წლის საარჩევნო დარღვევების გამოძიება და რატომ მოხვდა ეს საკითხი “მოსკოვის მექანიზმის” დოკუმენტში?
🗳 ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში რადიო თავისუფლებამ იკვლია საერთაშორისო დამკვირვებელთა მიგნებები და რეკომენდაციები, გაესაუბრა პროცესის არაერთ მონაწილეს, რაც ადასტურებს, რომ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული არაერთი სერიოზული საკითხი “დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ” სამართლებრივ პასუხებს მოითხოვს
🔗 სრულად ნახეთ რადიო თავისუფლების ვებსაიტზე ან bio-ში მითითებულ ბმულზე ☝🏻
🎨 თედო რეხვიაშვილმა ჯერ იუარა პარიზში მოულოდნელად მიღებული შეთავაზება, ნაურუს სახელით მონაწილეობა მიეღო ვენეციის ბიენალეში, მერე კი საკუთარი პირობები წამოაყენა: ნამუშევარს აფხაზეთის თემაზე შექმნიდა. კურატორები დათანხმდნენ
🗺 ნაურუ, პაწაწინა სახელმწიფო ეკვატორის სამხრეთით 10 084 მოსახლით და მძიმე ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემებით, რომელიც ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც აღიარებული აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, წელს პირველად წარსდგა ეროვნული პავილიონით ბიენალეზე
🎨 მათ შესვლას მნიშვნელოვან სახელოვნებო ფორუმზე სწორედ ქართველი მხატვრის ომის დანაკარგებზე შექმნილი ნამუშევარი ხსნიდა - ნიჟარა, რომელსაც ახსოვს როგორც ლურჯი ცა და მწვანე სანაპიროები, ზღვის ტალღების ხმა და თოლიების ჭყივილი, ასევე ომის და სასოწარკვეთილი ადამიანების ხმები
🎬 პაველ პავლიკოვსკის ყოველთვის აინტერესებს, როგორ მოქმედებს ისტორია და განსაკუთრებით “სისტემა” ადამიანზე, მის ბედზე, მის სხეულზე, მის ხმაზე
✍🏻 დარწმუნებული ვარ, რომ “სამშობლოს” ძალიან კარგად გაიგებს ქართველი მაყურებელი - ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე გაიგო იშტვან საბოს “მეფისტოფელი” და ამ ფილმის ლიტერატურული წყარო, კლაუს მანის რომანი “მეფისტო”
✍🏻 გოგი გვახარიას კანის კინოფესტივალის დღიური სრულად ნახეთ bio-ში მითითებულ ბმულზე ☝🏻