საუკეთესო ხალხო🔔
პრემიერამ ისეთი კარგი სტარტი მოგვცა, რომ ძალიან მალევე გვინდოდა შემდეგი კონცერტის ჩასმა, მაგრამ საპატიო მიზეზების გამო 14 ივნისი გამოდგა ყველაზე ახლო შესაძლებლობა.
ჩვენებურებთან ყოველ დღე ვაღრმავებთ დაწყებულ ჩახუტებას და მუსიკაც დღითიდღე ხდება ის რაც ასე ძლიერ გვჭირდება.
შემდეგი კონცერტი ღია სივრცეში დავიგეგმეთ!
მონატრებული რესტორანი “ეზო” ს გამოღვიძებაც თავისას იზამს, სოლოლაკის გრილი ნიავიც და კვირის დღის გრიალი, საუკეთესო ღვინით, საჭმლითა და მუსიკით, ადვილი მისახვედრია, არ გამოიტივება!
(დღის განმავლობაში, კონცერტამდე, ჩვეულებრივ კაფეც იმუშავებს)
ასევე გაიყიდება საუკეთესი ღვინო - ვაჟა პაპასგან
ბევრი ხვეწნა, წესითა და რიგით, არ უნდა დაგჭირდეთ! 🔆
ბილეთები - bio ში ⬆️
მისამართი - @ezo.restaurant
16 Geronti Kikodze St, Tbilisi, Georgia, 0105
განრიგი:
Door: 15:00
Music Selection: 16:00
Live Concert from - 19:00
I basket - 60 ლარი (იჩქარეთ)
II basket - 70 ლარი
Door - 80 ლარი
ყურადღება 🔆
🍇 შეიტყობდით ჩვენებურების მოპატიჟების და გაერთიანების ამბავს. ეს პერიოდი ახალ საკონცერტო პროგრამას ვამუშავებდით და უკვე ერთმანეთის დაჭერაც გვიწევს - ისე ძალიან გვინდა თქვენთვის ამ ყველაფრის გაზიარება.
🛎️ ასეც ჩავთვალეთ და 2 მაისს კონცერტიც ჩავნიშნეთ არაჩვეულებრივ @city.theatre -ში. ეს ჩემი ლეიბლის @deepdouqan_records პირველი ღონისძიებაა. (ამაზე სხვა დროს განვავრცობ)
🔮 სულ მინდოდა თეატრის სცენაზე, გაფორმებითა და კარგი განათებით გადმომეცა ჩემი მუსიკა. თუმცა მთლად თეატრში წასვლა ნუ გეგონებათ, შესაბამისი ბარიც იქნება და გრიალიც.
🎙️ ბევრი დაგროვდა სათქმელი, ბევრი ახალი სიმღერითაც დავიკვეხნით და საყვარელ ძველებსაც არ გავაციებთ.
მაგარი რამე გელით და არ ღირს გამოტოვება🫰🏼ერთი ეგაა - ამჯერად, ადგილები ბევრი არა გვაქვს და ბილეთებზე ცოტა აჩქარება მოგიწევთ.
I კალათა - 60 ლარი
II კალათა - 70 ლარი
კარზე(თუ დარჩა) - 80 ლარი
🎟️ biletebi.ge - bio ში
+18 - არასრულწლოვნები უფროსთან ერთად.
📍18 Queen Tamar Ave, Tbilisi (ცეხი როა)
აბა გავიხაროთ 🍷
მეგობრებო!
ჩვენებურები, 2012 წელი იქნებოდა, ევროპაში რომ გავიცანი - ზუსტად მაშინ, ქარზე შემოჯდომას რომ ვსწავლობდი. აქამდე მოვქროლდი და ისევ შევეყარეთ.
ამჯერად საერთო ენერგიამ, დარდმა, სიხარულმა და მუსიკის, განსაკუთრებით ქართული მუსიკის სიყვარულმა შეგვყარა, აგვათამაშა.
დიდი კეთლიშობილებით და თავისუფლებით შემოვიდნენ ჩემ მუსიკაში და ახალი სიმღერები დაიწერა, ახალი კონცერტიც დაიდგა.
ახალი ქროლვა გახსნილად გამომიცხადებია!
მიესალმეთ:
სოლომონ გოგაშვილი ~ სიმებიანები, სიმღერით, დასარტყამი.
გიორგი გობეჯიშვილი ~ კლავიშებიანი, ჩასაბერები, სიმღერით.
ჯეგე სახოკია ~ დასარტყამები, სიმღერით
ლექსო რატიანი ~ კი იცით რისი მაქნისია 🫰🏼
@solomon__a@jegegio@giorgi.gobejishvili.90@lexo.ratiani
ოთხშაბათს პირველ კონცერტს გამოგიცხადებთ!
დარჩით ხაზზე.
Photos ~ @nikakutsia
ტანისსამოსი ~ @ananobedzanishvili
🍷