8 წელი ქორწინებიდან და მანამდე კიდევ 10 წელი, მთელი შეგნებული ცხოვრება ერთად გავატარეთ ♥️ ერთად გავიზარდეთ, ერთად ვისწავლეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ შევქმენით ყველაფერი, რაც დღეს გვაქვს. შრომაც ყოველთვის საერთო იყო, გადაწყვეტილებებიც ერთად მიღებული და სირთულეებიც ერთმანეთის გვერდით გადავლახეთ. ჩვენი გზა ნდობაზე, ერთგულებაზე და ერთმანეთის მხარდაჭერაზე აშენდა. მადლიერი ვარ, რომ ჩემს გვერდით მყავს სანდო და ერთგული პარტნიორი, ვისთან ერთადაც ყველაფერი უფრო მყარია და ყველა მიზანი უფრო მიღწევადი ♥️🫂