ჩანთა ის ნივთია, რომელიც შენს ლუქს დასრულებულ სახეს აძლევს…
როგორც წერტილი წინადადების ბოლოს. პატარა დეტალია, მაგრამ მის გარეშე თითქოს დაუსრულებელია...
ის ატარებს შენს ყოველდღიურობას. დილას აჩქარებულ ნაბიჯებს, შუადღის გეგმებს, საღამოს მშვიდ ფიქრებს.
ხანდახან უბრალოდ აქსესუარია, ხანდახან კი შენი ხასიათის გაგრძელება✨🧚🏼
შეიძლება მინიმალისტური იყოს და ჩუმად ლაპარაკობდეს,
შეიძლება თამამი ფერი ჰქონდეს და ოთახში შესვლისთანავე შეგამჩნიონ.
საბოლოოდ, ჩანთა არ არის მხოლოდ ნივთი, ეს არის ის პატარა დეტალი, რომელიც ამბობს: “მე ვიცი, ვინ ვარ" და ეს ზუსტად ის ჩანთაა💫
ნივთებს რომ მეხსიერებს ჰქონდეთ, რა ემოციას ატარებდა შენი ჩანთა?
ალბათ ყველა იმ დილის ფიქრს როცა გეგონა არაფერი გამოგივიდოდა მაგრამ მაინც შეძელი,
იმ პირველ დღეებს როცა ახალი გეგმის გეშინოდა მაგრამ გამოგივიდა,
ალბათ ყველა იმ ემოციას როცა ჩუმად იკავებდი თავს მაგრამ მაინც გაბედე,
ალბათ იმ შინაგან სიძლიერეს რაც თან დაგყვება ისე, რომ ვერც ამჩმევ,
ალბათ იმას რასაც ხმამაღლა არ ამბობ მაგრამ სულ თან დაგაქვს,
იმ დამალულ იმედს რომ ყველაფერი ოდესმე თავის ადგილს იპოვის, თუნდაც ჯერ შენს ჩანთაში,
და თუ ყველა ნივთს თავის ხმა აქვს, შენ მოუსმინე შენსას✨💕